Thumbnail Image

შეუერთდით მუშაობას შავ ზღვაში ვეშაპისნაირების გარეშე პალტუსის თევზჭერის მიმართულებით

მიიღეთ მონაწილეობა CetaByM-ში, ჩვენს საპილოტე პროექტში, ვეშაპისნაირთა შემთხვევითი დაჭერის შეფასებაში შავ ზღვაში პალტუსის სახლართი ბადეებით თევზჭერის დროს და გამოცადეთ ზომები ვეშაპისნაირთა შემთხვევითი დაჭერის შესამცირებლად










Related items

Showing items related by metadata.

  • Thumbnail Image
    Corporate general interest
    შავ ზღვაში ქიცვიანი ზვიგენის უსაფრთხო მოპყრობა და გაშვება 2025
    მოცემული პრაქტიკული ინსტრუმენტი განკუთვნილია შავ ზღვაში თევზჭერით დაინტერესებული პირებისათვის, მათ შორის, სამრეწველო თევზმომპოვებლებისა და თევზჭერის დამკვირვებლებისათვის, ქიცვიანი ზვიგენის სწორად იდენტიფიცირების, თევზჭერის სამუშაოებისას თანჭერილების უსაფრთხო გაშვების მეთოდების გამოყენებასა და მათი სიცოცხლისუნარიანობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების სისტემურ შეგროვებაში დასახმარებლად. ინსტრუმენტი შემუშავდა „შავი ზღვის თევზჭერისა და ეკოსისტემაზე დაფუძნებული მართვის“ (FishEBM BS) პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია კონკრეტული კომერციული საზღვაო ცოცხალი რესურსების გადაჭარბებული სარგებლობის შეჩერება და დაუცველი სახეობების დაცვა შავი ზღვის ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერების გზით თევზჭერის მართვის მიმართულებისა და მათ შორის ეკოსისტემაზე დაფუძნებული მართვის ინსტრუმენტების გამოყენებით. ქიცვიანი ზვიგენი არის თანჭერილის სახეობა, რომელსაც ხშირად მოიპოვებენ შავ ზღვაში სხვადასხვა ტიპის თევზჭერისას. ასეთმა შემთხვევითმა თანჭერამ შეიძლება გამოიწვიოს საჭერი მოწყობილობების დაზიანება, სამუშაო პროცესის შეფერხება და ინდივიდების მაღალი სიკვდილიანობა, განსაკუთრებით მათი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში. არასათანადო მართვის პირობებში, თანჭერამ შეიძლება გამოიწვიოს პოპულაციის შემცირება და შეაფერხოს რეგიონული თევზჭერის მდგრადობა. ეფექტიანი მართვისა და თევზჭერის მდგრადი მეთოდების ხელშეწყობისთვის აუცილებელია ზუსტი მონაცემების შეგროვება და უსაფრთხო მოპყრობის მეთოდების გამოყენება. მოცემული პრაქტიკული ინსტრუმენტი მიზნად ისახავს თევზჭერისა და ქიცვიანი ზვიგენის ურთიერთქმედების შესახებ ცოდნის გაზრდასა და ასევე, შავი ზღვის რეგიონში ქიცვიანი ზვიგენის პოპულაციის შენარჩუნების ხელშეწყობას. საუკეთესო პრაქტიკის დანერგვითა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის ზუსტი აღრიცხვით, მეთევზეები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ არა მხოლოდ სახეობის, არამედ მთლიანად სექტორისა და მეთევზეთა თემების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფაში.
  • Thumbnail Image
    Corporate general interest
    შავ ზღვაში ზუთხების უსაფრთხო მოპყრობა და გაშვება 2025
    მოცემული პრაქტიკული ინსტრუმენტი განკუთვნილია შავ ზღვაში თევზჭერით დაინტერესებული პირებისათვის, მათ შორის, სამრეწველო თევზმომპოვებლებისა და თევზჭერის დამკვირვებლებისათვის, შავ ზღვაში ზუთხის სამი სახეობის სწორად იდენტიფიცირების, თევზჭერის სამუშაოებისას თანჭერილი სახეობების უსაფრთხო გაშვების მეთოდების გამოყენებასა და მათი სიცოცხლისუნარიანობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების სისტემურ შეგროვებაში დასახმარებლად. ინსტრუმენტი შემუშავდა „შავი ზღვის თევზჭერისა და ეკოსისტემაზე დაფუძნებული მართვის“ (FishEBM BS) პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია კონკრეტული კომერციული საზღვაო ცოცხალი რესურსების გადაჭარბებული სარგებლობის შეჩერება და დაუცველი სახეობების დაცვა შავი ზღვის ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერების გზით თევზჭერის მართვის მიმართულებით, მათ შორის ეკოსისტემაზე დაფუძნებული მართვის ინსტრუმენტების გამოყენებით.
  • Thumbnail Image
    Brochure
    ქიცვიანი ზვიგენი შავ ზღვაში
    შემოუერთდით ჩვენს გადაუდებელ აქტივობას საფრთხის ქვეშ მყოფი რეგიონული პოპულაციების აღსადგენად
    2023
    ქიცვიანი ზვიგენი (კატრანი) (Squalus acanthias) ოდესღაც მთელ შავ ზღვაში იყო გავრცელებული. თუმცა, მარაგების არასათანადო მართვის გამო დღეს მათი რეგიონული არსებობა საფრთხის ქვეშაა. კატრანს მიზნობრივად ჯერ კიდევ იჭერენ ბულგარეთსა და რუმინეთში, შავი ზღვის დანარჩენ ტერიტორიაზე კი თანჭერისას, როგორც აქტიური, ასევე პასიური სათევზაო აღჭურვილობით. ასეთი მოწყვლადობის გამო, ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალურმა კომისიამ (GFCM) სამეცნიერო მონიტორინგისათვის ეს სახეობა პრიორიტეტად გამოაცხადა და BlackSea4Fish პროექტის ფარგლებში სპეციალური კვლევის პროგრამა დაიწყო.

Users also downloaded

Showing related downloaded files

No results found.